Sunday, July 29, 2018

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღეს გავეცანით სტანდარტს, შევიმუშავეთ პროექტის მიზნები და შევავსეთ პროექტის შაბლოში სტანდარტისა და მიზნებისათვის განკუთვნილი ადგილი. აგრეთვე გავეცანით მიმართულების მიმცემ კითხვებს და შევასრულეთ წყვილებში პრაქტიკული სამუშაო. ვიმუშავეთ და ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პროექტის ზოგადი , თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ვიმუშავეთ ბლოგზე ფურცლების შექმნაზე.
ზოგად კითხვად შევიტანე-   რა არის სიცოცხლისათვის აუცილებელი?
თემატური კითხვა:

·         მართლაც მცენარესავით ვიზრდები?
·         როგორ იზრდება და ვითარდება მცენარე?
·         რა ეტაპებს გადის მცენარე ზრდის პროცესში?

შინაარსობრივი ან განმარტებითი კითხვები.

·         რა სჭირდება მცენარეს ზრდა-განვითარებისათვის?
·         რით იკვებება მცენარე?
·         რა უწყობს ხელს მის განვითრებას?
·         რომელი ნივთიერებებია აუცილებელი მისი ზრდისათვის?







Saturday, July 28, 2018

მეორე დღის რეფლექსია
 ტრენინგის მეორე დღეს გავეცნით მზა პროექტებს, ვიმსჯელეთ, ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, გავეცანით პუბლიკაციებს, კერძოდ: ვიმუშავეთ ბუკლეტის შექმნასა და დამზადებაზე. ვისწავლეთ ბუკლეტის ვორდში დამზადება.უკვე შექმნილი ბუკლეტი ავტვირთეთ დრაივზე და გავუზიარეთ ტრენერს.გავუკეთეთ კომენტარი ტრენინგში მონაწილეებს ბლოგზე.

Sunday, July 22, 2018

პირველი დღის რეფლექსია

 გავეცანით ინტელის ტრენინგის მოდულს, ძირითად საკვანძო საკითხებს. განვიხილეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები,სასწავლო გეგმის შაბლონი. შევქმენით საქაღალდე , ქვესაქაღალდეები. განვიხილეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი, ინტელის ვიუვეში განთავსებული სანიმუშო პროექტები, პროექტის შეფასების რუბრიკა. შევქმენით ბლოგი და ვისწავლეთ პოსტის განთავსება და გამოქვეყნება ბლოგზე.