Sunday, August 12, 2018

მეცხრე დღის რეფლექსია

   ტრენინგის ბოლო დღეს დავასრულეთ პროექტზე მუშაობა, ავტვირთეთ დრაივზე და ლინკით გავაზიარეთ ჩვენს ბლოგზე, გავაკეთეთ პრეზენტაცია ჩვენი პროექტის, მოუსმინეთ კოლეგების პრეზენტაციებს და გავითვალისწინეთ ტრენერის შენიშვნები და რჩვები. 
 ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო, გავეცანით ბევრ საინტერესო მასალას , რომელიც სიახლე იყო ჩემთვის , ვფიქრობ,ძალიან ნაყოფიერად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში და განვახორციელებ ბევრ საინტერესო პროექტს, მადლობა ტრენერს საინტრესო და ნაყოფიერი მუშაობისათვის!

Saturday, August 11, 2018

მერვე დღე
  გავაკეთეთ ფასილიტაცია ტექნოლოგიებით, დავათვალიერეთ რესურსებ განყოფილებაში ფასილიტაციის დოკუმენტები,ჩამოვთვირთეთ და შევინახეთ მოწონებული დოკუმენტები რესურსების ფაილში, დავამზადეთ ფასილიტაციის რესურსი, მოვათავსეთ ფასილიტაციის ჩვენს დოკუმენტში.განვიხილეთ Exel-პროგრამა,მასში შემავალი მარტივი ფუნქციები, შევავსეთ Google forma. ვისაუბრეთ სასწავლო პროექტის გეგმის ირგვლივ. საინტერესო დღე გამოგვივიდა.

Tuesday, August 7, 2018


       მეექვსე დღის რეფლექსია
         დღეს ვიმუშავეთ მეხუთე მოდულზე, დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე მუშაობა, შევინახეთ მოსწავლის ნამუშევრების საქაღალდეში, შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკები, ვნახეთ პრეზენტაცია შეფასების რუბრიკების შესახებ, განვსაზღვრეთ რსას ნიშნავს ხვედრითი  წილი, ჩამოვტვირთეთ შეფასების რუბრიკები და შევინახეთ საქაღალდეში,  შევადგინეთ ბიბლიოგრაფიის ფაილი ვისწავლეთ ბლოგზე ვიდეოს ჩამოტვირთვა  და ჩაშენება. დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო.

                               მეხუთე დღის რეფლექსია

     ვისწავლეთ პეზენტაციის ატვირთვა ბლოგში, გავეცანით  საქართველოს საავტორო უფლებების საიტს, გავაკეთეთ ტესტი საავტორო უფლებების შესახებ, ვნახეთ პრეზენტაცია საავტორო უფლებები შესახებ და პრეზენტაცია სანდო ინფომაციის მოძიებაზე ინტერნეტში. ვნახეთ  მოსწავლეთა სანიმუშო ნამუშევრები ,მოვიძიეთ ინფ.ჩვენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისათვის და დავგეგმეთ ამაზე მუშაობა. 


  მეოთხე დღის რეფლექსია
     დღეს გავეცანით შეფასების  სხვადასხვა  სტრატეგიებსა და მეთოდებს.ავარჩიე ჩემი პროექტისთვის შესაბამისი შეფასების მეთოდები, შევავსე ჩემი პროექტის შეფასების გეგმა,გავეცანი snipping tools და გამოვიყენეთ, გავაკეთეთ პრეზენტაცია პროექტის, გავიხსენეთ ვორდის დოკუმენტში მუშაობა. დღევანდელი დღის მუშაობა მნიშვნელოვანია პროექტზე მუშაობისათვის.

Sunday, July 29, 2018

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღეს გავეცანით სტანდარტს, შევიმუშავეთ პროექტის მიზნები და შევავსეთ პროექტის შაბლოში სტანდარტისა და მიზნებისათვის განკუთვნილი ადგილი. აგრეთვე გავეცანით მიმართულების მიმცემ კითხვებს და შევასრულეთ წყვილებში პრაქტიკული სამუშაო. ვიმუშავეთ და ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პროექტის ზოგადი , თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ვიმუშავეთ ბლოგზე ფურცლების შექმნაზე.
ზოგად კითხვად შევიტანე-   რა არის სიცოცხლისათვის აუცილებელი?
თემატური კითხვა:

·         მართლაც მცენარესავით ვიზრდები?
·         როგორ იზრდება და ვითარდება მცენარე?
·         რა ეტაპებს გადის მცენარე ზრდის პროცესში?

შინაარსობრივი ან განმარტებითი კითხვები.

·         რა სჭირდება მცენარეს ზრდა-განვითარებისათვის?
·         რით იკვებება მცენარე?
·         რა უწყობს ხელს მის განვითრებას?
·         რომელი ნივთიერებებია აუცილებელი მისი ზრდისათვის?







Saturday, July 28, 2018

მეორე დღის რეფლექსია
 ტრენინგის მეორე დღეს გავეცნით მზა პროექტებს, ვიმსჯელეთ, ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, გავეცანით პუბლიკაციებს, კერძოდ: ვიმუშავეთ ბუკლეტის შექმნასა და დამზადებაზე. ვისწავლეთ ბუკლეტის ვორდში დამზადება.უკვე შექმნილი ბუკლეტი ავტვირთეთ დრაივზე და გავუზიარეთ ტრენერს.გავუკეთეთ კომენტარი ტრენინგში მონაწილეებს ბლოგზე.

Sunday, July 22, 2018

პირველი დღის რეფლექსია

 გავეცანით ინტელის ტრენინგის მოდულს, ძირითად საკვანძო საკითხებს. განვიხილეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები,სასწავლო გეგმის შაბლონი. შევქმენით საქაღალდე , ქვესაქაღალდეები. განვიხილეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი, ინტელის ვიუვეში განთავსებული სანიმუშო პროექტები, პროექტის შეფასების რუბრიკა. შევქმენით ბლოგი და ვისწავლეთ პოსტის განთავსება და გამოქვეყნება ბლოგზე.